„რეალს“ „ლივერპულის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს
„ლივერპული“ მზად არის, ტრენტ ალექსანდერ არნოლდი „რეალში“ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაუშვას, თუმცა ამისთვის ფლორენტინო პერესს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.
მოქმედი კონტრაქტს ტრენტს 30 ივნისს ეწურება, „რეალს“ კი მისი წაყვანა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სურს.
„ლივერპული“ „რეალს“ არნოლდის 1 თვის ანაზღაურებას თხოვს, ამასთან ერთად მერსისაიდული კლუბის მიზანი 1 მილიონი ევროს მიღებაა, რომელიც ამ შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მიიღოს.
„მარკას“ ცნობით, „რეალში“ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად განიხილავენ და მომდევნო 2 კვირაში გახდება ცნობილი, რა პოზიცია აქვს პერესს.
- 3 მაი 2025
- 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.