ალონსო „რეალს“ უარს ვერ ეუბნება
ჩაბი ალონსო მიიჩნევს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „რეალის“ გაყვანა მისთვის რეპუტაციულად დამამძიმებელი იქნება, ვინაიდან შესაძლოა ვერ დაფიქსირდეს ისეთი სტარტი, როგორსაც მისგან ელიან.
ამდენი ტრავმირებული და გადაღლილი ფეხბურთელის ფონზე, ალონსო გუნდის მოსამზადებლად კონკრეტულ დროსაც ვერ მიიღებს, სწორედ ამიტომ, რისკები ნამდვილად იზრდება.
ფლორენტინო პერესის თხოვნაზე უარის თქმა კი საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ, მომდევნო დღეებში აუცილებლად გახდება ცნობილი, რაზე შეთანხმდებიან მხარეები.
თუ ჩაბის მიუთითებენ, ის გუნდს სათავეში მაისის ბოლოდან ჩაუდგება და ამერიკაშიც წაიყვანს, თუმცა ხელმძღვანელობისგან მიიღებს პირობას, რომ ეს ჩემპიონატი საზომი ვერ იქნება.
- გუშინ, 15:47
- 1 453
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.