მზადება გრძელდება - მბაპემ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „სელტასთან“ შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სესიაზე სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო კილიან მბაპემ, რომელსაც კოჭის დისკომფორტის გამო აქამდე სრულფასოვნად ვარჯიში არ შეეძლო.
ჯუდ ბელინგემმა სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, ტრავმირებული ფეხბურთელები კი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
კარლო ანჩელოტიმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ხვალ გუნდი ფინალურ ვარჯიშს ჩაატარებს.
- გუშინ, 15:23
- 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.