რონსერო:„ესპანელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იქნება“
ტომას რონსერო ჩაბი ალონსოს და მის პოლიტიკას გამოეხმაურა.
„ინფორმაციები, რომელიც ჩაბი ალონსოს შესახებ ვრცელდება, სრულ თანხვედრაშია მოსაზრებებთან, რომელიც მე მაქვს.“
„ესპანელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.“
„„რეალის“ შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს 6-7 ესპანელი და ეს მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს. მიხარია, რომ კანტერანოებს დიდი პროგრესი აქვთ და ისინი მომდევნო სეზონიდან მთავარ გუნდს დააკომპლექტებენ.“
„რაულ ასენსიო, ჯაკობო რამონი და ჟოან მარტინესი გუნდისთვის უდიდესი ძალა იქნება და ამას ჩვენ მალე ვიხილავთ.“
„სუბიმენდი? ამ ტრანსფერზე ინფორმაცია არ მაქვს, ვინაიდან „სოსიედადის“ ვარსკვლავზე სხვა გუნდებიც მუშაობენ.“
- დღეს, 11:55
- 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.