ერლინგ ჰალანდი - ფლორენტინო პერესის სატრანსფერი სამიზნე!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰალანდის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს განიხილავს.

ესპანელი პრეზიდენტი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა „სიტის“ როდრიგოს ტრანსფერზე შეუთანხმდეს და კოლოსალური თანხა გამოიმუშავოს, თუმცა 2026 წლისთვის ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

პერესი მიიჩნევს, რომ მბაპეს და ნორვეგიელი ფორვარდის ერთად თამაში ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება, რომელსაც სამეფო კლუბი შექმნის.

შიდა კულუარებში პერესი უკვე საუბრობს, რომ ჰალანდი ადრე თუ გვიან მანჩესტერული კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, მისთვის საუკეთესო  გადაწყვეტილება მომავლისთვის კი სწორედ „რეალი“ იქნება.

პერესს მბაპეს ტრანსფერზე ბევრი აქვს ნაშრომი, მაგრამ მიიჩნევს, რომ ერლინგთან დაკავშირებით ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, ამისთვის კი კოლოსალური თანხის გადახდა იქნება საჭირო.

ნორვეგიელ ფორვარდს ინგლისურ გუნდთან მრავალწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის შემდეგ ნებისმიერ დროს, სასურველი თანხის დასახელების შემთხვევაში, მოთამაშეს კლუბიდან წასვლის უფლება მიეცემა.


1

1 მაი 2025 12:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 846

ზღაპარი მგონია... ტიპმა 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა სიტიში და არ გაუშვებენ, მითუმეტეს ეს მბაპე და ვინი ერთად მეეჭვება...


2

1 მაი 2025 13:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 643

როდრიგო თუ წავა. ცენტრში ჰალანდი უნდა დადგეს და მბაპე-ვინი ფლანგებზე შეეცვლებიან, მაგრამ სტატიაში ნახსენები თარიღის არ იყოს, 25-ში ეგ ამბავი არ გამოვა. 26-იდან რა იქნება კაცმა არ იცის, რადგან პეპიც წავა 26-ის ზაფხულში სიტიდან


3

1 მაი 2025 14:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

ეს ვერ გამიგია პერესისგან როცა საყიდელი არის ფეხბურთელი მაშინ არ ყიდულობს და როცა ფასი აუვარდება მერე უბრუნდება. მარტო ხელფასი სიტიში 40 ლიმონიაქ. ჩემი აზრით არ ჭირდება ან მბაპე ვინიდან ერთი უნდა გაყიდოს და ზედ როდრიგოც მიამატოს 

პირველ რიგში რეალ დაცვა და ნახევარდაცვის დაბალანსება ჭირდება. და ჩემი აზრით რეალს უფრო ზამენის 9 იანი ჭირდება. გონსალო რამოში კაი ვარიანტი იქნება. შეცვლაზე როცა შემოდის ძაან ეფექტურია. 


4

1 მაი 2025 15:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 846
1 მაი 2025 13:32, Batumski says:

როდრიგო თუ წავა. ცენტრში ჰალანდი უნდა დადგეს და მბაპე-ვინი ფლანგებზე შეეცვლებიან, მაგრამ სტატიაში ნახსენები თარიღის არ იყოს, 25-ში ეგ ამბავი არ გამოვა. 26-იდან რა იქნება კაცმა არ იცის, რადგან პეპიც წავა 26-ის ზაფხულში სიტიდან

ვინი-მბაპე-როდრიგოა და უკვე პრობლემებია ამ კუთხით, ჩვენ გვჭირდება მარჯვენა ვინგერი, შეხედე სალაჰს, იამალს, აბა როდრიგო წელიწადში ერთხელ ისვრის ყარაულის თოფივით, ეგ იმის ბრალია, რომ თავის პოზიციაზე ვერ/არ ათამაშებენ, ე.ი შენ გინდა ან ვინი/მბაპე იქით გადაწიო, ანალოგიური მოუვათ მათაც, რათქმაუნდა კლასი მეტი აქვთ და შედეგიანობით მეტი მარგი კოეფიციენტი ექნებათ, ეხლა სხვა კუთხითაც შევხედოთ, მბაპეს 30 მილიონამდე აქ, + ვინი 30-ზე მეტს მოითხოვს ალაბასნაირი ხელფასი აქ, ჰალანდს 40 აქ ხელფასი და მაგაზე ნაკლებს არ მოითხოვს, კატასტროფა ხელფასებია + ბელინგემიც 27-დე აქ... რთული შესანახია, + ამდენი ვარსკვლავი ერთად საეჭვოა გუნდში არეულობა არ გამოიწვიოს,  რაც შეეხება ჰალანდს, ვინიც და მბაპეც მირჩევნია ამ ეტაპზე არ იმსახურებს 40 ლიმონს, ჰალანდზე 300 მილიონის გადახდას ისევ ხოსელუს სტილის ფეხბურთელი მოიყვანონ, გიოკერეში ისე რომელ კლუბში მიდის? + ჰალანდის მოსვლა ეგრევე ენდრიკის გაყიდვის მომასწავლებელია, უფროსწორად სკამზე დალპობის... ან ვაბშე რატო გააღმერთებენ ხოლმე ასე მალე, აგერ ძმაო ვარკვლავი და ბავშვი არის იამალი... ოღონდ სერიოზულად ვამბობ! (არდას მეტი ყურადღება! მწამს მაგ ბიჭის, მერე რა რო თურქია, კვარა ქართველია, ფეხბურთში ბევრი ლეგენდა არ გვყოლია, მაგრამ ისეთი თვისებები აქ ელეგნატური და ჭკვიანი ფეხბურთელია ინიესტა,მოდრიჩი,ზიდანი ბევრი რაღაცნაირი თვისება დავინახე, ჩემი აზრით კვარა მარცხენა ვინგერი მარტო კიარა კარგი ნახევარმცველიც იქნებოდა...)


5

1 მაი 2025 15:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

მაგრად თოხლა პერესმა დორტმუნდიდან რომ არ წამოიყვანო ჰალანდი არა და ჰალანდის სურვილიც იყო რეალში თამაში, 35 წლის ბენზემას გაუწიეს ანგარიში რომ სკამზე არ დაესვათ და ის სეზონი მთლიანად ჩააგდო ბენზემამ, ფაქტიურად მოტივაციის გარეშე იყო დარჩენილი და კი წავიდა შემდეგ ზაფხულს კიდეც. 


6

1 მაი 2025 15:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 182

როდრიგო ან ვინი ამის ტრანსფერში, უფრო ვინი მარცხენა მხარეს მბაპეა საჭირო და ესე უფრო დალაგდება სიტუაცია  

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (163)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)