როდრიგო მან.სიტიში - გვარდიოლამ თანხა გაამზადა!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეშს მადრიდის „რეალთან“ განშორება გადაწყვეტილი აქვს და მის აზრს მხოლოდ ერთი შემთხვევა შეცვლის.

თუკი ჩაბი ალონსო ბრაზილიელს დარჩენაში დაარწმუნებს, ის შესაძლოა არ წავიდეს, თუმცა ამ მოცემულობით, სამხრეთ-ამერიკელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი გუნდის შეცვლა.

ამის პარარელურად, მანჩესტერ „სიტიმ“ თანხა გაამზადა. ხოსეპ გვარდიოლა მზად არის, „რეალის“ ვარსკვლავი 150 მილიონ ევროდ დაიმატოს.

„ქალაქელები“ შეტევის ხაზს მნიშვნელოვნად ცვლიან და როდრიგო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიაჩნიათ. გვარდიოლა გოეშში კიდევ უფრო დიდ პერსპექტივას ხედავს.

თავის მხრივ, „რეალს“ აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა აქვს საწარმოებელი, სწორედ ამიტომ, 150 მილიონი საკმაოდ მიმზიდველი თანხა იქნება.


1

9 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 582

150 მილიონი არის შესანიშნავი ფასი, ამ სეზონში როდრიგომ ისე ითამაშა 30-საც არ იმსახურებს, ზოგადად 50-80 მილიონი მთლიანი კარიერა, აგერ ეყურებინა იამალის თამაში 17 წლის ბიჭი თავის ფლანგზე როგორ თამაშობდა, ზოგადად მარჯვენა ვინგერი გვიჭირდა მუდამ, ერთი ბეილი გვყავდაზ ასევე მარჯვენა ფლანგის მცველიც, კარვახალის გარდა არბელოამ გამიშრო სისხლი ადრე, ახლა კი ვასკესი მიშრობს... სახოდავი ვალვერდე ყველგანაა...


2

6 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 65

150 მილიონი კი დიდი თანხაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ არ არის გასაშვები როდრიგო, როცა გუნდი დაბალანსებული იყო სასწაულებს აკეთებდა მოედანზე და წელს რომ  როდრიგოს თამაშს აკრიტიკებენ არ არის სამართლიანი, მცველების არასტაბილურობის გამო მთლიანად გუნდი უკან იყო ჩამოწეული რომ ცარიელი სივრცეები დაეზღვიათ დაცვაში, ამის გამო მოაკლდა სიმწვავე თავდასხმას. გვარდიოლა არ მგონია სულელი იყოს, პოტენციალის არ მქონე ფეხბურთელში რომ 150 მილიონი გადაიხადოს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (15)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)