ჟოზე მოურინიო:"ბენზემა მეტს იმსახურებს"
ჟოზე მოურინიომ პრეს–კონფერენცია გამართა...
ჟოზე მოურინიო: "კარიმ ბენზემა ბოლო ერთი თვვის მანძილზე ძალიან შეიცვალა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. კარიმი ვარჯიშებზე უფრო ფხიზლად არის და ბევრს ვარჯიშობს, ფეხბურთელს ძალიან უნდა ძველებური ფორმა დაიბრუნოს. მე მას ძალიან ცოტა სათამაშო დროს ვაძლევ. ესპანილის და სოსიედადის წინააღმდეგ ფრანგმა მოედანზე მცირე დრო დააჰყო, მაგრამ მან ძალიან კარგად ითამაშა. თუ ის ასე გააგრძელებს, მაშინ მე მას უფრო მეტ სათამაშო დროს მივცემ. მომავალ მატჩში კარიმი შედარებით დიდ ხანს ითამაშებს."
"მოედნის საფარის გამოცვლით ყველანი მოხარული ვართ. ფეხბურთელებისთვის ასეთ მინდორზე თამაში ძალიან რთულია. კარგია რომ საფარი გამოცვალეს."
"მე ჩემ ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე წავიკითხე ჟურნალები, სადაც ჟურნალისტბი აცხადებდნენ, რომ მე და ჩემს ფეხბურთელებს შორის უთანხმოების ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს სიმართლეს არ არის. გუნდში დისიპლინა სუფევს, ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ და უთანხმოება არავისთან არ მაქვს."
"სერხიო რამოსი მაღალი დონის ფეხბურთელია. მე მას ვენდობი და მის შემცვლელს არ ვეძებს. მე სოსიედადთან მატჩში ძალიან გავბრაზდი და წყლის ბოთლი მოვისროლე, მაგრამ ეს სერხიოს ბრალი ნამდვილად არ იყო. იმ მატჩში გუნდის ყველა ფეხბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა, და არა მხოლოდ რამოსი."
"ჩვენ პრიმერა დივიზიონს ვლიდერობთ, თუმცა ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ 4 შეხვედრა ჩავატარეთ, გუნდი ჯერ ისევ შენების პროცესშია."
ინფორმაციის წყარო DefensaCentral.Com
- 24 სექტემბერი 2010
- 2 144
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.