ვინ იქნება ჩაბი ალონსოს ასისტენტი „რეალში“?
ჩაბი ალონსოს ასისტენტთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
არსებული ცნობებით, სერიოზულად განიხილება ალვარო არბელოას დაწინაურების საკითხი, რომელიც ახალგაზრდებთან ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს.
„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი არბელოაზე დიდ ფსონს ჩამოდის. ალვაროს ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა ამ შედეგებთან ერთად ჩანს მისი შემტევი ელფერი, მიდგომები და ინოვაციურობა, რაც მადრიდელთა მესვეურებს ძალიან მოსწონთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს თავად ჩაბი არბელოას კანდიდატურაზე, თუმცა ფაქტია, რომ „მერენგების“ ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას სერიოზულად განიხილავს.
- დღეს, 11:34
- 477
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.