ჩაბი ალონსო ჯუდ ბელინგემისთვის პოზიციის შეცვლას აპირებს

ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს, ჯუდ ბელინგემისთვის კი პოზიციის შეცვლას აპირებს.

ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯუდმა უკან უნდა დაიხიოს და საკუთარი უნარები ნახევარდაცვის ცენტრს მოახმაროს.

კარლო ანჩელოტი ჯუდი შემტევ ნახევარმცველად აქცია და ამ გადაწყვეტილებამ პირველ სეზონში საოცარი შედეგებიც გამოიღო, თუმცა ალონსოს მიდგომა განსხვავებულია.

ჩაბის აზრით, ინგლისელმა ფეხბურთელმა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რომელზეც „დორტმუნდში“ საკმაოდ დიდი წარმატებით თამაშობდა.

ბელინგემს შეუძლია ბურთის დაჭერა, განაწილება და აქვს კარგი ხედვა, ეს კი ცენტრალურ ნახევარდაცვას გაცილებით უფრო სჭირდება, ვიდრე შემტევებს.

ალონსოსთვის მიუღებელია თავდამსხმელების უკან იდგეს ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული სისწრაფე აქვს და საჭირო მომენტში სისწრაფეს ვერ ანვითარებს. ჯუდი არის  დინჯი მოთამაშე, რომელიც ბურთთან ადგილზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სისწრაფეზე თამაშის დროს.

„მარკას“ ინფორმაციით, ალონსო ბელინგემის ადგილზე ფლორიან ვირცის გამოყენებას აპირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანელის ტრანსფერის შემთხვევაში, „რეალის“ ნახევარდაცვა სრულფასოვნად იქნება გადასხვაფერებული.


1

29 აპრილი 2025 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 788

ვალვერდე-ბელინგემი-ვირცი

მბაპე-ვინი

როდრიგო მიდის ბოლო-ბოლო? 


2

29 აპრილი 2025 14:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141

თუ ეს ინფო მართალია მომწონს უკვე ამის მიდგომები დიდი ხანია მაგას ვიძახი


3

29 აპრილი 2025 15:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 173

4-4-2 სისტემაზე აპირებს ეტყობა გადასვლა თუ ვირცს მოიყვანს, რამდენად გაამართლებს დროის საკითხია. იანვრამდე მიმიცია ალონსოსთვის ვადა, მაქსიმუმ წლის ბოლომდე. 


4

29 აპრილი 2025 21:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 434

როდრიგოც და ვინიც უნდა გაყოდონ,მათ ადგილზე კი ვირცი და ჰალანდი მოიყვანონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (79)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)