კერკეზისთვის „სიტიც“ იბრძვის
მილოშ კერკეზთან დაკავშირებით ინფორმაციები ხშირად ახლდება.
ახალგაზრდა განაპირა მცველი „რეალის“ რადარზეა და ფლორენტინო პერესი მოლაპარაკებებს აჩქარებს, თუმცა ფაქტია, რომ უნგრელ ფეხბურთელს „სიტიც“ ეპატიჟება, რომელიც ზაფხულში სერიოზული ცვლილებებს გეგმავს.
ასპარეზზე ასევე არის გამოსული „ლივერპული“, თუმცა მერსისაიდული მხარე ამ ეტაპზე პასიურობს და არც დიდი თანხის გადახდაზეა თანახმა.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გამართავს მოლაპარაკებებს და მარცხენა მცველის დამატებას ეცდება, ვინაიდან „მერენგებში“ თვლიან, რომ დაცვის ფლანგების გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
- 29 აპრილი 2025
- 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.