„რეალი“ კარლოს მომდევნო წლის ხელფასსაც გადაუხდის
მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის პომპეზურად დაემშვიდობება.
არსებული ინფორმაციით, ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „რეალი“ აპირებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ანჩელოტის ტიტულების წარდგენა მოახდინოს და გუნდის დამრიგებელს პომპეზურად დაემშვიდობოს.
გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი იტალიელ სპეციალისტს მომდევნო წლის ხელფასაც გადაუხდის, ვინაიდან თანამშრომლობა დაგეგმილზე 1 წლით ადრე წყდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანჩელოტის შეუძლია გახდეს „რეალის“ ელჩი და იმუშავოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ახლა, ასევე სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ.
- გუშინ, 17:08
- 1 903
- 22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.