AS - „რეალი“ როდრიგოს გაყიდვას განიხილავს!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ როდრიგო გოეშის გაშვების საკითხს განიხილავს.

გამომდინარე იქედან, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ფლორენტინო პერესი რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რაც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, როდრიგოს გაყიდვამ შესაძლოა ბევრი პრობლემა მოაგვაროს.

„ას“-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი ბრაზილიელის გასხვისების სანაცვლოდ 150-160 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, ეს კი ტრანსფერების წარმოებაში აუცილებლად დაეხმარება.

გუნდი, რომელსაც გოეშის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი აქვს, მანჩესტერ „სიტი“ გახლავთ. ხოსეპ გვარდიოლა ზაფხულში ცვლილებებს გეგმავს, როდრიგოს დამატებას კი მიესალმება.

„სიტის“ შეუძლია 150-160 მილიონი ევროს სანაცვლოდ გვარდიოლას ოცნება აახდინოს, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.


1

28 აპრილი 2025 15:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 638

ამას თუ უშვებენ იქნებ ისეთი ტიპი დაიმატონ, ვინც მარცხენა ფეხით თამაშობს შეტევაში და მწვავე ტიპიც არის რა


2

28 აპრილი 2025 15:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 230

გაუშვან,კი არის ბზიკი ფეხბურთელი მაგრამ წინა ხაზში როცა ხარ და შემტევი ხარ ყოველ მეორე ან მესამე მატჩში მაინც უნდა იტანდე გოლს,ვინისიუსიც გასაშვებია რა და მთლიანად არის შეტევაში გუნდი დასაკომპლექტებელი,აი მარჯვენა ვინგერად ვის ფიქრობთ? ძაან პრობლემატური ფლანგია ბაზარზე,ვინ არის მაღალი დონე?


3

28 აპრილი 2025 16:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 162
28 აპრილი 2025 15:57, Erik Lamela says:

გაუშვან,კი არის ბზიკი ფეხბურთელი მაგრამ წინა ხაზში როცა ხარ და შემტევი ხარ ყოველ მეორე ან მესამე მატჩში მაინც უნდა იტანდე გოლს,ვინისიუსიც გასაშვებია რა და მთლიანად არის შეტევაში გუნდი დასაკომპლექტებელი,აი მარჯვენა ვინგერად ვის ფიქრობთ? ძაან პრობლემატური ფლანგია ბაზარზე,ვინ არის მაღალი დონე?

მასტანტუონო ძაან კლასნია, თან 17 წლისაა და როგორც ჩავიმ მისცა შანსი იამალს და ამანაც გამოიყენა, იყიდონ ეს ბიჭი და გაზარდონ!!!


4

28 აპრილი 2025 16:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 512

ბოლო 24 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი ნეტა ვინ უნდა დააყენო უარესი შედეგი რომ აჩვენოს


5

28 აპრილი 2025 16:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 230
28 აპრილი 2025 16:14, el moro says:

ბოლო 24 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი ნეტა ვინ უნდა დააყენო უარესი შედეგი რომ აჩვენოს

ხო აი,რა კატასტროფული შედეგია როდესაც შემტევი ხარ



6

28 აპრილი 2025 17:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 173

არ მგონია ამის გაყიდვა სორი გადაწყვეტილება იყოს, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია გუნდში, სეზონი მთლანად გუნდმა ჩააგდო და არა რომელიღაცა ფეხბურთელმა,წინა სეზონებში დამანგრეველი იყო, გაუშვებენ სიტიში და დააჯახებს რეალს და დაიწყებენ მერე წკმუტუნს რატო გაუშვითო. თან ტიპი უნივერსალია, ყველგან შეუძლია თამაში, გვარდიოლა უტვინო ყოფილა რო ასე დაჟინებით ითხოვს როდრიგოს ტრანსფერს. ეხლა წარმოუდგინე ტრენტი, ვალვერდე და როდრიგო ერთ ფლანგზე რა სასწაულებს მოახდენენ მომავალ სეზონში. ერთი მარცხენა მცველი გვჭირდება და ერთი ცენტრალური მცველი, მილიტაოს და ალაბას იმედზე ვეღარ იქნება გუნდი, რუდიგერიც უკვე ნელ-ნელა მოუკლებს. დაცვას თუ კარგად დააკომპლექტებს მწვრთნელი ნახევრდცვადიც პრობლემები აღარ იქნება და ბურთი უფრო სწრაფად მივა შემტევებთან, ჩუამნიმ მაგრად მოუმატა, იდეალურია საყრდენზე, კამავინგა და სებალიოსი ცვალე ერთმანეთში, ბელინგემი საუკეთესოა დღეს მსოფლიოში თავის პოზიციაზე. გულერს დიდი პოტენცილი აქვს, მოედანს მაგრად ხედავს, პასიც და დარტყმაც იდეალური აქვს, ერთადერთი ვინც არის მსაყვანი ეს არის ცენტრფორვარდი, ხოსელუ რომ გვყვავდა მაგის მსგავსი. მენდი, ვასქესი,ვალიეხო ტრანსფერზე, მოდრიჩი პატივისცემს ნიშნად ერთ სეზონს იმსახურებს და მოედანზე 30 წუთს დეალურად ითამაშებდა სადაც როტაცია იქნებოდა საჭირო, ენდრიკი იჯარით ერთი-ორი სეზონი. 


7

28 აპრილი 2025 17:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 552

ამაზე იგიჟებდა ხალხი თავს ოქროს ბურთის ტოპ 30 ში როგორ არააო...

აქვს გამონათებები მაგრამ სიგიჟეა ამას უმაღლესი დონის ფეხბურთელი უწოდო, პერესი რომ ვიყო ნიკოს მოვიყვანდი და დავაყენებდი მარჯვნივ


8

28 აპრილი 2025 17:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 022

150 მილიონს ვინ მისცემს როდრიგოში 50 მილიონიანი ფეხბურთელია როცა ფორმაშია 


9

28 აპრილი 2025 17:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818

DIOGERESHZE RATOAR CHALICHOBEN


10

28 აპრილი 2025 18:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 182

ვაფშე ეს ან ვინი ჰალანდის ტრანსფერში ჩართონ ყველაზე მაგარი იქნება )) 


11

29 აპრილი 2025 09:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 26

rodrigo goeshi ara siri wadi dzma sanam droa da waiyole vaskesi modrichi da viniciusic tuara  ukve  nametania

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (79)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)