სუბიმენდი ალონსოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსოს ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტი მარტინ სუბიმენდი იქნება.
გუნდს ჰყავს კამავინგა და ჩუამენი, მაგრამ ჩაბი ალონსოს მოსწონს სუბიმენდი და ესპანელი ფეხბურთელის სათამაშო მანერა.
ჩაბისა და ფლორენტინო პერესს შორის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, სწორედ ამიტომ, გაისმა არაერთი ფეხბურთელის გვარი.
„მარკას“ ინფორმაციით, სუბიმენდი სეზონის ბოლოს „სოსიედადს“ აუცილებლად დატოვებს, მისთვის პრიორიტეტი „რეალია“, ხოლო თუ პერესი მის დამატებაზე უარს იტყვის, მარტინი მაღალი ალბათობით ინგლისის პრემიერლიგისკენ აიღებს გეზს.
სუბიმენდის ფასი ამ ეტაპისთვის 50 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.
- გუშინ, 15:51
- 770
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.