„რეალი“ მილოშ კერკეზით ინტერესდება
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელიბა „ბორნმუთის“ განაპირა მცველის, მილოშ კერკეზის დამატებით ინტერესდება.
კერკეზი საკუთარ პოზიციაზე პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, ასევე მნიშვნელოვანია მისი ახალგაზრდული ასაკი და პერსპექტივა.
ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ მოთამაშის დამატება 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ასევე მუშავდება ვარიანტი, რომელიც მილოშისა და ფრან გარსიას გაცვლას ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში კი, „ბლანკოსი“ მცირე თანხას დაამატებს.
მიმდინარე სეზონში კერკეზის ანგარიშზე პრემიერლიგაში 34 ჩატარებული დაპირისპირება, 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ის ძალიან კარგად ერთვება ფლანგურ შეტევებში და საკმაოდ კარგი სისწრაფითაც გამოირჩევა.
მადრიდში ხვდებიან, რომ დაცვის ფლანგები მნიშვნელოვნად არის გასაძლიერებელი, სწორედ ამიტომ მუშაობა უკვე დაწყებულია.
კერკეშს „ბორნმუთთან“ არსებული ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისს ეწურება.
- 28 აპრილი 2025
- 1 008
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.