ანჩელოტი პერესს ესტუმრა

გუშინ საღამოს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა კარლო ანჩელოტის უმასპინძლეს.

მხარეებმა შეაფასეს არსებული ვითარება დასახეს სამომავლო გეგმები, რომელიც ლა ლიგის დანარჩენს ტურებს და 11 მაისის „ელ კლასიკოს“ შეეხება.

თუ „რეალი“ კატალონიაში გაიმარჯვებს, ესპანეთის ჩემპიონატში სიტუაციას დაძაბავს.

პერესი მიიჩნევს, რომ ანჩელოტის ახლა გაშვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება და ახალი დროებითი მწვრთნელი ვითარებას ვერ გააუმჯობესებს, სწორედ ამიტომ, იტალიელი სპეციალისტი გუნდში ლა ლიგის დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი ფეხბურთელებს დაემშვიდობება.

მხარეები ასევე შეჯერდნენ, რომ კარლო გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ უხელმძღვანელებს. ანჩელოტიმ ასევე მიიღო ბრაზილიის ნაკრებთან ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების უფლება.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ანჩელოტის მადრიდულ კარიერას წერტილი რამდენიმე კვირაში დაესმება.


1

28 აპრილი 2025 12:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89

მადლობა პაპა კარლოს რაც რეალისთვის გააკეთე. რამდენი ადამიანი გაახარა და მეორე მხარეს კიდე ბოღმით გახეთქა) 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)