Relevo - არდა გიულერი წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს!
Relevo-ს ცნობით, არდა გიულერი მადრიდის „რეალიდან“ წასვლაზე ფიქრობს და მოვლენების განვითარებას ელოდება.
თურქმა იცის, რომ კარლო ანჩელოტი გუნდს დატოვებს და „მერენგებს“ სათავეში ახალი სპეციალისტი ჩაუდგება.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსის“ ახალი დამრიგებელი თურქზე გათვლას არ გააკეთებს, არდა მადრიდიდან აბარგდება.
გიულერის გარემოცვა მიიჩნევს, რომ მოთამაშეს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ახლა აჩვენებს, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი მუდმივად სათადარიგო სკამზე ჯდომაა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ სეზონში შარშანდელზე გაცილებით მეტი ითამაშა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი.
იმ ფონზე, რომ სხვა ფეხბურთელებზე უკვე 3 500 - 4 000 წუთზე მეტი აქვთ ნათამაშები, გიულერის მონაგარი 1388 წუთია. მართალია თურქმა ყველა ტურნირის ეგიდით 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი საშუალო მაჩვენებელი თითო შეხვედრაში 36 წუთია.
Relevo იუწყება, რომ თურქი მოთამაშის წაყვანაზე პრეტენზიას 7-მდე კლუბი აცხადებს და არდას ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, საბოლოო სიტყვა კი სამეფო კლუბის ახალ დამრიგებელზე იქნება დამოკიდებული.
- 27 აპრილი 2025
- 1 790
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.