ვალდანო:„„რეალის“ კრიზისი მხოლოდ ანჩელოტის ბრალი არ არის“
ხორხე ვალდანომ განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასა და კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.
„ალბათ ანჩელოტი წავა, თუმცა „რეალის“ კრიზისი მხოლოდ იტალიელის ბრალი არ არის.“
„მე ვფიქრობ, რომ კარლოს გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა მიეცა არდა გიულერისთვის, ენდრიკისთვის და სხვებისთვის, ვინაიდან გუნდი ამდენ ტურნირზე გადადის და საჭირო რესურსი არ არსებობს.“
„კარვახალის, მილიტაოს და სხვების ტრავმებმა, „რეალის“ გეგმები სერიოზულად არია.“
„ადრე ვთქვი და გავიმეორებ, რომ გუნდს ძალიან უჭირს მეორე სართულზე თამაში, რაც განსაკუთრებით წინა ხაზში აისახება, სწორედ ამიტომ, შემადგენლობის კარგად დაკომპლექტებაა საჭირო.“
„ვინც არ უნდა მოვიდეს მთავარ მწვრთნელად, ცვლილებების გარეშე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგება.“
„„რეალს“ გაძლიერება სჭირდება დაცვის ფლანგებსა და ნახევარდაცვასი. ასევე მივიჩნევ, რომ გუნდს ასევე სჭირდება 1 ფორვარდი, რომელსაც შეუძლია ტიპიური „9“-ანის როლის შესრულება და მეორე სართულზე ეფექტურია.“
„ამ გუნდმა გადაიარა გარდამავალი ეტაპი, მაგრამ გამუდმებულმა ტრავმებმა შექმნა ახალი გამოწვევები. სამეფო კლუბისგან ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს ველოდები. იმედი მაქვს, პერესი ხვდება, რომ 4-5 ფეხბურთელი ჰყავს დასამატებელი.“
- 27 აპრილი 2025
- 2 728
- 24
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.