ანჩელოტი ბრაზილიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
არსებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის და ბრაზილიის ნაკრების თანამშრომლობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
იტალიელ სპეციალისტთან დაკავშირებით ესპანურ და არამხოლოდ ესპანურ პრესაში მუდმივად განახლებული ინფორმაციები ვრცელდება.
თუ ანჩელოტი ბრაზილიას ჩაიბარებს, ის 2030 წლის შემოდგომამდე დარჩება გუნდში და ასევე გახდება ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დამრიგებელი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხას სთავაზობენ ბრაზილიელები ანჩელოტის, თუმცა ფაქტია, რომ ინტერესი ძალიან დიდია.
ამ ყველაფრის პარარელურად, მადრიდის „რეალი“ ეძებს იდეალურ გამოსავალს და დროს იმისთვის, რომ კარლოს წასვლა ოფიციალურად გამოაცხადოს.
- 27 აპრილი 2025
- 1 050
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.