RELEVO - ანჩელოტის მაგიდაზე 5 წლიანი კონტრაქტი უდევს!

RELEVO-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობამ მადრიდის „რეალისგან“ სპეციალური ნებართვა ანჩელოტისთან ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების შესახებ უკვე მიიღო.

სამხრეთ-ამერიკელებმა იტალიელ სპეციალისტს წარუდგინეს 5 წლიანი კონტრაქტი, რომელიც ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში დარჩენას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ითვალისწინებს.

ბრაზილიელები ხვდებიან, რომ კარლო მიდის და ახლა იდეალური მომენტია მასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად.

საქმეში ჩართულები არიან რობერტო კარლოსი და რონალდო ნაზარიოც.


1

27 აპრილი 2025 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141

ჩემი აზრით ბრაზილია ცდება ანჩელოტი არ გამოადგებათ მაგათ უფრო შემტევი მწვრთნელი ჭირდებათ ისეთი ფეხბურთელები ყავთ შემტევი ბურთს უნდა ახევდნენ თავზე სხვა გუნდებს ანჩე დაცვითი ფეხბურთის კაცია


2

27 აპრილი 2025 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 485

აი მანდ გაედო ბრაზილიას! მსოფლიოზე ჯგუფიდანაც ვერ გავა აგერ ნახეთ!


3

27 აპრილი 2025 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 75

ალბათ ვინისიუსის იმედად მიდის, რო შემტევი ფეხბურთი ათამაშოს ბრაზილია თან რაფინიაც ეყოლება. 


4

27 აპრილი 2025 14:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 182

ეს წავა მარა ამ სეზონს უტიტულოდ დავამთავრებთ  ისეთი მატჩები გვაქვს ყველას ვერ მოვიგებთ თუ ბარსა არ წაიბორძიკებს შანსი არ გვაქვს   და მართალია ის ფაქტი რომ მბაპეს მოსვლით გუნდი მოიშალა და პაპამ ვერ დაალაგა ხან ისე ცაკე ხან ასე და აგერ როგორც ვართ ფაქტია,  ცენტრფორვარდი იყო საჭირო ეყიდათ კეინიც არ იქნებოდა ))


5

27 აპრილი 2025 15:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10

ამის წასვლა მინდა, მაგრამ ალონსოს მოსვლა ნამდვილად არ მინდა. აარ მგონია ეგ ისეთი მწვრთნელი როგორიც მაგალითად ფლიკია. ჯერ ფინალში როგორრ წააგო ატალანტასთან და ბოლოს ბაიერნთანაც საერთოდ ვერაფერი აჩვენა. კი მართალია წაუგებელი სერია სასწაული შედეგია, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან მომენტში მისმა გუნდა სუსტად ითამაშა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლები სულ ვერ გადაგარჩენს.


6

27 აპრილი 2025 15:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141
27 აპრილი 2025 15:13, Leonardo says:

ამის წასვლა მინდა, მაგრამ ალონსოს მოსვლა ნამდვილად არ მინდა. აარ მგონია ეგ ისეთი მწვრთნელი როგორიც მაგალითად ფლიკია. ჯერ ფინალში როგორრ წააგო ატალანტასთან და ბოლოს ბაიერნთანაც საერთოდ ვერაფერი აჩვენა. კი მართალია წაუგებელი სერია სასწაული შედეგია, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან მომენტში მისმა გუნდა სუსტად ითამაშა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლები სულ ვერ გადაგარჩენს.

ალონსო შევტევი მწვრთელია მე მგონია რო რეალში გაამართლებს. ლევერკუზენში საშუალო დონის ფეხბურთელები ყავს მაგრამ ძაან შემტევ ფეხბურთს ათამაშებს თან ალონსო თუ მოვა ვირცს მოიყვანს და ეგ ძალიან მაგარი იქნება. კლოპი ჯობია მაგაზე ორი აზრი არარი მაგრამ ის კიდე არ მოდის და რავქნათ.. 


7

27 აპრილი 2025 15:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 485

ყველაზე ცუდი ისაა რომ, ფსიქოლოგიურად ყველა მოშლილია გუნში. ამდენი ჩხუბი, ამდენი ლაპარაკი, ამდენი უხეშობა. ძაან ძაან არეულია გუნდი. ვინც არ უნდა მოვიდეს პირველ რიგში დისციპლინას უნდა მოხედოს და შემდეგ სხვა დანარჩენს. მაგიტომ მინდა კლოპი, მაგის ხასიათი იმენა დახატავს გუნდს. აბა ვინმე გაბედოს და ზედმეტად რამე გააკეთოს ან ზედმეტად რამე დაილაპარაკოს. როგორც ვიცი არა ერთხელ დაუსჯია ფეხბურთელები უდისციპლინობის გამო. სწორეთ ეგეთი მიდგომაა საჭირო. თითქოს ყველა მიშვებულია, არავის აღარ შეუძლია თავის შეკავება და არც არავინ თხოვს ამას! 


8

27 აპრილი 2025 15:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141

ისე ის მომენტი თქვენც შენიშნეთ ბელინგემმა ხელით რო დაიჭირა როდრიგო არ გააყოლა გაუშვი ვასკესი გააკიდოს და წაართვეს ბურთიო მაგას ნიშნავდა? გუნდი ფაქტია აჭრილია.. 


9

28 აპრილი 2025 15:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 434

საწყალი ბრაზილიის ნაკრები,დაღუპავს მთლად,ისედაც დაღუპულები არიან.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (79)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)