მოდრიჩი:„11 მაისის „ელ კლასიკო“ ჩვენი შანსია“
ლუკა მოდრიჩმა სამეფო თასის ფინალი შეაფასა.
„მიუხედავად იმისა, რომ გუნდს პირველ ტაიმში პრობლემები ჰქონდა, „რეალი“ მეორე ტაიმში დომინანტი იყო და გამარჯვებას უახლოვდებოდა.“
„სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ჩვენ ნამდვილად გვქონდა გამარჯვების შანსი და არაერთ მომენტში ვიმსახურებდით მესამე გოლის გატანას.“
„ახლა ვერაფერს შევცვლით. ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა და მე ამ გუნდის ფეხბურთელებს მივულოცე.“
„11 მაისი ჩვენი შანსია. თუ კატალონიაში გავიმარჯვებთ, ლა ლიგის მოგების შანსს გავზრდით. თუ ლა ლიგას მოვიგებთ, ეს პოზიტიური შედეგი იქნება. დასაკარგი ნამდვილად აღარაფერი გვაქვს და ბოლომდე ბრძოლა გვმართებს.“
- 27 აპრილი 2025
- 1 408
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.