ანჩელოტი:„მეორე ტაიმში ყველაფერი შევცვალეთ, იმედგაცრუებული ვარ“
კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მბაპეს სასტარტო შემადგენლობაში დაყენება მინდოდა, მაგრამ ექიმებმა ეს რეკომენდაცია არ მომცეს. ფრანგს 90 წუთი თამაში არ შეეძლო და დამატებით დროშიც ძალიან გაუჭირდა.“
„პირველ ტაიმში არაფერი გამოგვდიოდა, მეორე ნახევარში კი თამაში მნიშვნელოვნად შევცვალეთ.“
„მოდრიჩის და ბრაჰიმის შეცდომაზე საუბარს აზრი არ აქვს. არავის ეგონა, რომ მაროკოელს ფეხი დაუცდებოდა, ეს მოულოდნელი მომენტი იყო.“
„არ ვიცი წითელი ბარათები რომელმაც ფეხბურთელებმა მიიღეს, თუმცა ემოციური მუხტი მაღალი იყო.“
„მომავალზე სასაუბროდ ახლა შესაბამისი დრო არ არის. შესაძლოა მომდევნო კვირაში გაგესაუბროთ.“
„როდესაც „ელ კლასიკოს“ ზედიზედ 3-ჯერ წააგებ, შესაძლოა კარისკენ მიგითითონ და ეს ბუნებრივია. ვნახოთ, რა მოხდება.“
„გუნდი 2 დღე დაისვენებს, შემდეგ კი „სელტასთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყება. 11 მაისის „ელ კლასიკოს“ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.“
„რუდიგერს ტრავმა არ აქვს, მას უბრალოდ სირბილი აღარ შეეძლო.“
- 27 აპრილი 2025
- 1 507
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.