ფლიკი:„„რეალი“ შურისძიებას ეცდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“
ჰანსი ფლიკი მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქეზეც ისაუბრა.
„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ანჩელოტის განკარგულებაში მეგა ვარსკვლავები არიან და ჩვენ ვიცით, რომ ურთულესი შეხვედრა გველის, თუმცა თუ სამივე ტიტულის მოგება გვაქვს მიზნად დასახული, მისი შესრულება სწორედ „ელ კლასიკოში“ უნდა დავიწყოთ.“
„მე არ მყავს ლევანდოვსკი, მაგრამ მყავს იამალი, ფერანი და სხვა ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლის იმედიც მაქვს.“
„ენთუზიაზმი არ გვაკლია, ეს კი „ბლანკოსთან“ სათამაშოდ ძალიან მნიშვნელოვანია. კონცენტრაცია მაძლევს თავდაჯერებას და გამარჯვების იმედს. თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ჩემპიონები გავხდებით, წარმატების გზა სწორედ ეს არის.“
„მსაჯების მიმართ აგრესია? ვფიქრობ, ჩვენ ფეხბურთზე და კარგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და არა მსაჯების სკანდალზე.“
„დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბი გასული „ელ კლასიკოების“ გამო გამარჯვებას ეცდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ.“
- 26 აპრილი 2025
- 1 904
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.