„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ჩატარდება თუ არა ელ კლასიკო?!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „ელ კლასიკოს“ ჩატარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელებული ჭორებიდან გამომდინარე მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ ჩვენს გუნდს არასდროს უფიქრია საფინალო დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარის თქმა.
ხელმძღვანელობა კლუბი ხვდება, რომ ამ მატჩისთვის დანიშნული მსაჯების სამწუხარო და შეუფერებელი განცხადებები, რომლებიც ფინალამდე 24 საათით ადრე კეთდებოდა, ვერ შელახავს გლობალური მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას, რომელსაც მილიონობით ადამიანი იხილავს და ასევე პატივისცემის ნიშნად ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, ვინც სევილიაში გამგზავრება დაგეგმა.
„რეალი“ პატივს სცემს ყველა იმ ადამიანს, რომელიც „ელ კლასიკოს“ მოუთმენლად ელოდა.
ფეხბურთის ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს, მიუხედავად იმ მტრობისა, რომელიც დღეს, კიდევ ერთხელ ფინალისში დანიშნული მსაჯების მხრიდან გამოვლინდა.
- 26 აპრილი 2025
- 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.