ლუკა მოდრიჩის ბედი გადაწყვეტილია!
ფლორენტინო პერესს ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოსთან კონსულტაციები ჰქონდა.
მადრიდში შეჯერდნენ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა მადრიდული კარიერა სეზონის ბოლოს უნდა დაასრულოს.
ლუკა 9 სექტემბერს 40 წლის ხდება, ეს კი მთავარი ინდიკატორია იმ გადაწყვეტილების, რომელიც „ბლანკოსის“ ოფისებშია მიღებული.
„რეალში“ ფლორიან ვირცის და მარტინ სუბიმენტის დამატებას აპირებენ, რაც ლუკა მოდრიჩის შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ხორვატი, თუმცა „რეალი“ მასთან გამომშვიდობებას გეგმავს.
- 25 აპრილი 2025
- 4 330
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.