ფრან გარსია „რეალს“ დატოვებს - ახალი კლუბი ფაქტობრივად გადაწყვეტილია!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფრან გარსიას და „რეალის“ გზები სეზონის ბოლოს გაიყრება.

ესპანელი ფეხბურთელი „მერენგების“ რიგებს დატოვებს, რის შემდეგაც ძალიან მაღალი ალბათობით ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს კარიერას.

ფრანის მიმართ „ბორმუთის“ ინტერესი ძალიან დიდია. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

მოთამაშე ხვდება, რომ გადახალისებული „ბლანკოსის“ პირობებში, სადაც დამატებით ერთი მარცხენა მცველის მოყვანა იგეგმება, მისი შანსები ნულამდე დავა.

მენდისა და ფრანს შორის არჩევანი სწორედ ფრანგზე გაკეთდება, გარსია კი „ბორმუთში“ მოსინჯავს ძალებს.

„მარკას“ ინფორმაციით, ივნისის თვეში ამ შეთანხმებაზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი.


1

25 აპრილი 2025 13:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847

მენდი შეგვჩა... არადა პირიქით მინდოდა, შემდეგ სეზონში გამოკვეთილი სუსტი რგოლი უკვე გვყავს მენდის ფლანგი... ალაბა მაინც გადაწიოს იქით და მენდი ზამენაზე დასვას.


2

25 აპრილი 2025 13:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 551
25 აპრილი 2025 13:21, Rustaveli1990 says:

მენდი შეგვჩა... არადა პირიქით მინდოდა, შემდეგ სეზონში გამოკვეთილი სუსტი რგოლი უკვე გვყავს მენდის ფლანგი... ალაბა მაინც გადაწიოს იქით და მენდი ზამენაზე დასვას.

მენდი მაინც უფრო დასტოინია,ფრანივით თავმოჭრილი ქათამივით არ დარბის იქეთაქეთ


3

25 აპრილი 2025 15:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 232

ალფონსომ რა დროს გვიმტყუნა, არა და იდეალურად დალაგდებოდა დაცვა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (211)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)