დინ ჰოისენისთვის ბრძოლა სერიოზულ ფაზაში გადადის
მიუხედავად იმისა, რომ დინ ჰოისენის ფასი არაადეკვატურად მაღალია, ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის დამატება 40 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ თავად ფეხბურთელის ბერნაბეუზე გადასვლის სურვილი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, სწორედ ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებენ ძალიან სერიოზული აქტივობების განხორციელებას.
ჰოისენს „რეალის“ გარდა ევროპის 6 გრანდი ეპატიჟება, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, სამეფო კლუბი თავად ფეხბურთელის სურვილის გამო არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
იმ ფონზე, რომ გუნდში დავიდ ალაბას პოზიციები შესუსტდა, ცენტრალური მცველის მოყვანის აუცილებლობა კიდევ უფრო მყარად დადგა დღის წესრიგში.
- გუშინ, 11:43
- 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.