ანჩელოტი:„„ლა კოპას“ ფინალში ფავორიტი არ არსებობს“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„დავიდ ალაბას და ედუარდო კამავინგას „ელ კლასიკოში“ მონაწილეობა ფაქტობრივად გამორიცხულია. დაველოდოთ სამედიცინო ტესტირების შედეგებს, თუმცა ორივეს ჰქონდა დისკომფორტი.“

„როდრიგო? ბრაზილიელს სრულად ვენდობი, ის ძალიან მაღალი კლასის შემტევია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი.“

„თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მივიჩნევ, რომ მეორე ტაიმში ხარვეზები გვქონდა. „ხეტაფე“ ცდილობდა გოლის გატანას, ჩვენ კი ბურთის კონტროლი გვიჭირდა.“

„არდა გიულერის კარგი თამაში ჰქონდა. 4-3-3 ფორმაციაში, მან იცის საკუთარი როლი, თუმცა 4-4-2 ფორმაციაში მეტიად უწევს არა შიგნით, არამედ ფლანგიდან ასპარეზობა. არის კომპონენტები, რომელიც თურქმა უნდა დახვეწოს. პირველ რიგში საქმე ეხება ფიზიკურ კონდიციებს, ის ამ მხრივ აუცილებლად მოუმატებს.“

„„ბარსელონა“ ფავორიტია? არ ვთვლი, რომ „ლა კოპას“ ფინალში რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი აქვს.“

„დაცვაში გუნდი ბევრად ეფექტურად თამაშობს, რაც ბოლო მატჩების შედეგებშიც კარგად აისახა, თუმცა თავდასხმაში მეტ სიმწვავეს ვსაჭიროებთ.“

„მარცხენა მცველი „ელ კლასიკოში“? ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოზიციას ფრანი დაიკავებს.“

„ბრაჰიმ დიასს ძალიან სრულყოფილი თამაში ჰქონდა, ის კარგად დაბრუნდა. ვფიქრობ, მაროკოელი ყოველთვის ქმნის გუნდისთვის განსხვავებებს.“

„ენდრიკ ფელიპეს 2 კარგი მომენტი ჰქონდა. ბრაზილიელი მაქსიმალურად ცდილობს შანსების გამოყენებას. ის ადაპტირდა ევროპულ ცხოვრებასთან, რაც სათამაშო მოედანზეც გადააქვს.“


1

24 აპრილი 2025 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 528

უდიდესი პატივისცემა კარლოს,ამას რომ ის ფეხბერთელები ყავდეს რასაც შემდეგ მწვრთნელს პირდებიან წარმომიდგენია ახლა სად ვიქნებოდით,მაგრამ არაუშავს ყოველ წელს ვერ მოვიგებთ ყველაფერს


2

24 აპრილი 2025 11:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 638
24 აპრილი 2025 11:35, profe says:

უდიდესი პატივისცემა კარლოს,ამას რომ ის ფეხბერთელები ყავდეს რასაც შემდეგ მწვრთნელს პირდებიან წარმომიდგენია ახლა სად ვიქნებოდით,მაგრამ არაუშავს ყოველ წელს ვერ მოვიგებთ ყველაფერს


ცალსახად მასეა. ჰქონდა ამასაც შეცდომები, მაგრამ არც ზაფხულში უყიდეს კროოსის შემცვლელი, არც ზამთარში კარვახალის და ასე შემდეგ.


არცერთი სატრანსფერო მოთხოვნა არ შესრულდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (79)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)