„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ლეგენდა გარდაიცვალა!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არგენტინული და მთელი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის, უგო გატის გარდაცვალების გამო.
გატი მადრიდისტა გახლდათ და ყოველთვის დიდ მხარდაჭერას გამოხატავდა სამეფო კლუბის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ უგო გახლავთ არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან 26 სეზონში 765 შეხვედრა დააგროვა.
მადრიდელები მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებენ გატის ოჯახს, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- დღეს, 13:51
- 272
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.