კურტუა:„ვალვერდე გუნდის ნამდვილი ლიდერია“
ტიბო კურტუამ „ბილბაოსთან“ შეხვედრა შეაფასა.
„როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბილბაოსთვის“ რთული და დამღლელი მატჩი იყო, რადგან წინა კვირას ევროსარბიელზე დიდი ენერგია დაიხარჯა.“
„მივიჩნევ, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა დაცვით ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და ბასკებს ეს კარგად გამოუვიდათ, თუმცა ჩვენ გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და საბედნიროდ, შევძელით აქტივში 3 ქულის ჩაწერა.“
„ვალვერდემ კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი გაიტანა. ურუგვაელი ბრწყინვალეა და გუნდს გადამწყვეტ მომენტებში ეხმარება.“
„თავდაჯერებულები ვართ და ახლა „ხეტაფესთან“ შეხვედრაზე გადავიტანთ კონცენტრაციას. ვიცით, რომ ყველა შეხვედრას ფინალის მნიშვნელობა აქვს. „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს და შეეცდება ჩემპიონობას.“
„„ელ კლასიკოზე“ ფიქრის დროც მოვა, ახლა „ხეტაფესზე“ უნდა ვკოცენტრირდეთ.“
- დღეს, 13:48
- 161
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.