ფედე ვალვერდე:„მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“

ფედერიკო ვალვერდემ „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქომაგებს „არსენალთან“ დაპირისპირებაში გული დავწყვიტეთ, დღეს ბერნაბეუ სავსე იყო და კვლავ დიდ სიყვარულს ვგრძნობდით. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლომდე გვიდგას მხარში.“

„უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. მიხარია, რომ გოლის გატანა შევძელი და ქომაგებს დიდი სიხარული მივანიჭე. გამარჯვებას ვიმსახურებდით და ბოლოს როგორც იქნა გაგვიმართლა.“

„ბევრი არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო და ბურთი კარში უნდა გამეგზავნა. ეფექტური დარტყმა გამოვიდა და მოვიგეთ.“

„წინ „ხეტაფესთან“ შეხვედრა გველის, სადაც ასევე უნდა გავიმარჯვოთ. ქულების დაკარგვის დრო აღარ არის. თუ პრეტენზიას ჩემპიონობაზე ვაცხადებთ, ყველა შეხვედრა წარმატებით უნდა დავასრულოთ.“

„კარი კვლავ მშრალად შევინახეთ. მივიჩნევ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ამ სეზონში ბევრჯერ გახლდათ ხარვეზიანი.“

„გოლების მომატება? მიხარია, როდესაც გოლების გატანას ვახერხებ და გუნდს ვეხმარები.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (195)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)