ანჩელოტი:„სეზონის ბოლომდე არსად წასვლას არ ვაპირებ“
კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მსურს, პრესკონფერენცია დავიწყო მილოცვით. ვულოცავ ბილბაოელებს, ისინი ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდნენ. ვიმედოვნებ, ეს გუნდი წარმატებას მიაღწევს.“
„ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის განსაკუთრებული ტურნირია, სწორედ ამიტომ ძალიან მძიმედ აღვიქვით წაგება, რომელიც 1/4 ფინალში დავაფიქსირეთ, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ყოველთვის ვერ მოიგებ.“
„ფლორენტინო პერესი გვესაუბრა, დაგვიფიქსირა პატივისცემა და სიყვარული. პრეზიდენტი ყოველთვის გვერდით გვიდგას მაშინ, როდესაც რთული მომენტები გვაქვს.“
„ლა ლიგის და სამეფო თასის მოსაგებად ყველაფერს ვიღონებთ. კარგი შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. თუ ორივე ტურნირს მოვიგებთ, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება.“
„ფეხბურთელები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. უკვე 4 წელია მადრიდში ვიმყოფები და 2-ჯერ მოვახერხე ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ეს მათი დამსახურებაა.“
„სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და მომავალზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. „ლა კოპას“ ფინალის შემდეგ წასვლას არ ვაპირებ. თუ პერესი ამ დროს გამათავისუფლებს, არც ეს არის პრობლემა, რაც ადრეც ვთქვი, მაგრამ მე გამარჯვებას და მადრიდისტების გულის გახარებას ვაპირებ.“
„ჩემი ურთიერთობა კლუბთან ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძვნებული. როდესაც რამეს ვითხოვ და ვერ ვიღებ, ვიაზრებ და ვითავისებ, ვინაიდან კლუბში ყველაფერი ისე არ შეიძლება ხდებოდეს, როგორც გვინდა. შესაძლოა ეს ეხებოდა სატრანსფერო პოლიტიკას ან სხვა საკითხებს.“
„ვითხოვდი თუ არა ტრანსფერებს? მგონი ახლა იმაზე საუბრის დრო არ არის, რა ხდება შარშან ზაფხულს.“
„ბოლო დეკადაში „რეალის“ ანგარიშზე უამრავი ტურნირია, რამაც ქომაგების მოთხოვნილებები უფრო გაზარდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. „ბლანკოსმა“ ყოველთვის ყველა ტურნირისთვის უნდა იბრძოლოს.“
- დღეს, 15:57
- 543
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.