ჩაბი ალონსო „რეალში“ 5 ახალ ფეხბურთელს ითხოვს!

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ტრანსფერს უკავშირდება.

ბასკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდის ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი აუცილებლად გასაძლიერებელია.

გამომდინარე იქედან, რომ „რეალში“ ტრენტის ტრანსფერი ფაქტობრივად დასრულებულია, ალონსო მარჯვენა მცველზე აღარ იფიქრებს, თუმცა ის თვლის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარცხენა მცველის დამატება.

გარდა ამისა, ჩაბის აზრით, „რეალმა“ ნახევარდაცვა მარტინ სუბიმენდით და ფლორიან ვირცით უნდა გააძლიეროს. ეს უკანასკნელი „ლევერკუზენში“ ესპანელის შეგირდია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალონსოს ტიპიური ფორვარდიც სურს, რომელიც ეფექტურია, როგორც საფინალო დარტყმებში, ასევე მეორე სართულზე. ეს „რეალის“ შეტევების მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

როგორც ჩანს, ბასკის გეგმები ამბიციურია, დანარჩენი კი პერესზე იქნება დამოკიდებული.


1

19 აპრილი 2025 10:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 990

რასაც ითხოვს ყველა საჭიროა. ყველაფერს სწორად ითხოვს


2

19 აპრილი 2025 12:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89

აუუ ,, დაცვა და ნახევქრდაცვა რო გასაძლიერებელია ეგ 1 წლის ბავშვმაც იცის,მოვიდეს ბაზარი არაა, ბასკი აროს ტიპი,დასტოინი და წესით არ უნდა იყოს ურიგო.ვნახოთ დრო გვიჩვენებს 


3

19 აპრილი 2025 13:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 54

დიდი ბოდიში ალონსოსთან, მაგრამ კარლოსთვის რომ მოეყვანათ ეგეთი ან მსგავსი ფეხბურთელები შედეგს კარლო ვერ დადებდა? თუ კარლო არ ითხოვდა სეზონის წინ იგივე ცვლილებებს.


4

19 აპრილი 2025 13:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 990
19 აპრილი 2025 13:16, Valverde says:

დიდი ბოდიში ალონსოსთან, მაგრამ კარლოსთვის რომ მოეყვანათ ეგეთი ან მსგავსი ფეხბურთელები შედეგს კარლო ვერ დადებდა? თუ კარლო არ ითხოვდა სეზონის წინ იგივე ცვლილებებს.

კარლოს მიმართ პრეტენზიები ვაბშე აბსურდია, რომელ შემტევ ფეხბუთს ითხოვს ხალხი დაცვა არ გვყავს მთელი სეზონია, აწეულ და შემტევ დომინანტ ფეხბურთს სტაბულური და ორგანიზებული დაცვა სჭირდება, რეალს მცველების 70% მთელი სეზონია აკლია, კარვახალი მილიტაო ალაბა , მენდი და ფერანი საშინელ ფორმაში, ვასკესი უკომენტაროდ, ამის ფონზე სასტავი ითხოვფა შეტევა ითამაშეო, შეტევა რო გვეთამაშა ლიაგხე აქამდეც ვერ მივაღწევდით და ლალიგაში შეილება -10ქულაში ვყოფულიყავით. 


5

19 აპრილი 2025 14:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 504

მბაპე ვინისიუსიდან რომელიმე თუ არ გაუშვეს არანაირი ბალანსი არ აღდგება გუნდში, პსჟ-ს რა პრობლემეც ჰქონდა იგივეა ზუსტად ეხლა რეალში


6

19 აპრილი 2025 15:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 56
19 აპრილი 2025 13:34, PAQSO says:
19 აპრილი 2025 13:16, Valverde says:

დიდი ბოდიში ალონსოსთან, მაგრამ კარლოსთვის რომ მოეყვანათ ეგეთი ან მსგავსი ფეხბურთელები შედეგს კარლო ვერ დადებდა? თუ კარლო არ ითხოვდა სეზონის წინ იგივე ცვლილებებს.

კარლოს მიმართ პრეტენზიები ვაბშე აბსურდია, რომელ შემტევ ფეხბუთს ითხოვს ხალხი დაცვა არ გვყავს მთელი სეზონია, აწეულ და შემტევ დომინანტ ფეხბურთს სტაბულური და ორგანიზებული დაცვა სჭირდება, რეალს მცველების 70% მთელი სეზონია აკლია, კარვახალი მილიტაო ალაბა , მენდი და ფერანი საშინელ ფორმაში, ვასკესი უკომენტაროდ, ამის ფონზე სასტავი ითხოვფა შეტევა ითამაშეო, შეტევა რო გვეთამაშა ლიაგხე აქამდეც ვერ მივაღწევდით და ლალიგაში შეილება -10ქულაში ვყოფულიყავით. 

კარგად მახსოვს სეზონის დასაწყისშიც და ზამთრის ფანჯარაზეც რამდენჯერ წამოიტირა  საწყალმა კარლომ "პერეს დაცვას, მიხედე-ო" მახსოვს პერესის მკაცრი კომენტარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერები არ იქნებაო!! და ეხლა რაღას თხოვენ იმ საცოდავს, განტევების ვაცი იპოვეს?


7

19 აპრილი 2025 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 700

პერესი რო კარლოს შეაწმინდავდა ხელებს ეგ ისედაც იასნი იყო, ახალი მწვრთნელი საჭიროა ისეთი რო მართლა მოთხოვოს სუსტი რგოლის შევსება და ალონსოს იცნობს მოხარშულს და თავის ჭკუაზე არ მინდა გაატაროს კლოპი უფრო კაი ვარიანტი იყო.


8

19 აპრილი 2025 15:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142

მარსელოს და კარლოსის მსგავსი შეტევაში აქტიური მარცხენა მცველი გვჭირდება, საყრდენი რომელსაც ბურთის კონტროლი ზუსტი პასი შეუძლია და ასევე ცენტრფორვარდი ხოსელუს მსგავსი ვისაც პრობლემა არ ექნება ძირითადში დაყენებაზე. 


9

19 აპრილი 2025 15:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40

არა ძმაო რაა ჩვენ კლოპი გვჭირდება თავისი გერმანული ხასიათით და გამოცდილებით მიუხედავად იმისა რო როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარდა ესპანური სამწრთვნელო სტილი არ მევასება და ჩემთვის გერმანული ხასიათი  და სიხისტე უფრო მისაღებია და მაინც კლოპი მირჩევნია 


10

19 აპრილი 2025 17:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 373

გირასი დავიმატოთ ან ვიქტორა სპორტინგიდან  ნიკო პაცი დაბრუნდება  ასევე ასევე სუბიმენდი ვირცი არ მოვა    მარცხენა მცველი   ერთი  ალაბა ვალეხო გარსია ვასკესი  წამსვლელები. და იჯარით ენდრიკი  არდა   ეგაა შევსებულია გუნდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (97)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)