„რეალმა“ ფეხბურთელების გაშვება გადაწყვიტა

ფლორენტინო პერესი ზაფხულში გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.

როგორც ჩანს, ლუკას მოდრიჩი და ლუკას ვასკესი ზაფხულში „მერენგების“ რიგებს დატოვებენ, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

ფლორენტინო პერესი გუნდში ძალიან სერიოზული წმენდის ჩატარებას აპირებს და ახალი ტრანსფერები აქვს დაგეგმილი, რომელსაც ახალ მწვრთნელთან ერთად განახორციელებს.

ვასკესის და მოდრიჩის გარდა, მადრიდელები ენდრიკ ფელიპეს იჯარით გაშვებასაც აპირებენ, წასვლასთან ძალიან ახლოს არის ფრან გარსიაც.

სერიოზულად განიხილება დავიდ ალაბას საკითხი, რომელიც კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ის, რომ ამ სეზონში „რეალის“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პერესს უკვე სერიოზულად აფიქრებს.


1

18 აპრილი 2025 12:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 145

გასაშვებია 2 ჯერ ზედიზედ მყესებ გადაწყვეტილი მილიტაო ( ან სკამის კაცად დარჩეს) ვასკესი, მენდი,ფრანი, ალაბა, დააბრუნონ ჟინორადან  გუტიერესი და ბენფიკას მარცხენა მცველი კარერასი ორივე კასტილიელია გამოცდილებას როიძენენ გვიკვირს რატო გავუშვით მაგრამ შანსი არმიგვიცია მათთვის ფრანისგან განსხვავებით რომელიც რეალის დონის არაა. იყიდონ ჰუსეინი ბორმუთიდან კარგად გამოიჩინა ესპანეთის ნაკრებში თავი, მოვა მარჯვნის ტრენტი.

ცენტრში ლუკა წავიდესუნდა წესით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, გასაშვებია ჩუამენი კაი თანხებს იხდიან, ზუბიმენდის მოყვანა და კაი 8 გვჭირდება  მაკ-ალისტერი. ვინი როდრიგოდან თუწავა რონელიმე ვირცის მოყვანა შეიძლება, + ნიკო პაზი რომელსაც რავიყველა აქებს და იმსახურებს შანს, ენდრიკი არაა გასაყიდი აქვს მომატების პერსპექტივა და უნარი რაც ფორვარდზე დაგეიმედება. 


2

18 აპრილი 2025 14:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 488

შეტევაში საერთოდ არაფერია შესაცვლელი? დიდებული სამეული რომ გვყავს 65 წუთი კარში რომ ვერ დაარტყეს 4-0 რომ უნდა მოეგოთ იმ თამაშში?


3

18 აპრილი 2025 23:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 145
18 აპრილი 2025 14:48, el moro says:

შეტევაში საერთოდ არაფერია შესაცვლელი? დიდებული სამეული რომ გვყავს 65 წუთი კარში რომ ვერ დაარტყეს 4-0 რომ უნდა მოეგოთ იმ თამაშში?

ფურცელზე უფროა "დიდებული სამეული" ვიდრე რეალობაში, სიმართლე ისაა რომ როცა რეალში-ბარსაში და მსგავს გრანდებში თამაშობ ისეთი პიარი ცნობადობა აქვს მოთამაშეს რომელიც სხვაგამ არცერთს არაქვს.

კაი არიან ინდივიდუალურად თუმცა ერთად არააქვთ სინთესი, როლებში გაუგებრობაა.

როდრიგო ზოგჯერ ისე მთავრდება თამაში 90წთ არც კარში დარტყმააქვს არც დრიბლინგის მცდელობა, არც გამამწვავებელი პასი გამოთიშულია თამაშიდან, თუაქვსდა 1-2 ან იტანს და გვამახსოვრებს თავს ან წაიფაფხურებს, არასტაბილურია და არვფიქრობ რომ რაღაც ექსტრა კლასის ფეხბურთელია.

 ისეთივეა როგორც ერთი პერიოდი შახტარს ყავდა კაი ბრაზილიელები დუგლას კოსტაები და მსგავსი იქ როუყურებდი მოგწონდა მაგრამ დიდ გუნდებში რომ თავი ვერდაიმკვიდრეს.

(შეიძლება ვაჭარბებ მაგრამ ბეილის დონესთან მიახლოებულიც არ მგონია, ამიტომ კარგია მაგრამ არა დიდებული)

2) ვინი ჯეკიდევ რეალის ვარსკვლავათ ითვლება და მბამპე მსოფლიო ვარსკვლავათ.

 შესაბამისად როგორც ბენზემაზე თამაშობდა მორგებული, კილიანზე ასე ნაღდად ართამაშობს და თუ აძლევს პასს ისიც როცა მასუნდა და სადაც მოესურვება და არა კილიანის სასურველ სივრცეებში.

3) კილიანი ართამაშობს მისთვის სასურველ სირვრცეებში, და როცა არის თავისუფალი ძაან ვერატრაკებს რომ ხვდება რაცარუნდა კლასით წინიყოს შემტევებზე მათ რეალისთვის უფრო დიდი დამსახურება აქვთ ვიდრე მას.

და ვინი-მბამპე ერთნაერი კალიბრის შემტევები არიან, გამამწვავებელ ფაზებსაც იგივე სივრცეებში ქმნიან ისევე როგორც ბარსამ იყიდა გრიზმანი რომელიც ინდივიდუალურად კაი ფეხბურთელია მაგრა მესისთან ვერ შეთამაშდა.

განა იმიტო კიარა რომ მესის დონიზაა ან მესი იყო ცუდი უბრალიდ ორივეს სათამაშო-გამამწვავებელი ზონები იგივე იყო და ვერ დალაგდნენ საბოლოოდ გაუშვეს გრიზმანი, მეც ვფიქრობ რომ ვინიმ გააკეთა საკმარისი რეალისთვის და თუ წავა გული არ დამწყდება ან თუნდაც როდროგოც გაყვება და ახალ გამოწვევებს მიიღებენ, ჩვენ კი ვფორმირდებით სხვა შემტევებთამ ერთად და არა 3 ერთი სტილის ფეხბურთელი უბრალოდ გადანაწილებული სხვა პოზიციებზე.


4

19 აპრილი 2025 04:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 27

ჩემი აზრით რეალიდან წასასვლები არიან  მენდი და მოდრიჩი მხოლოდ ასაკის გამო ფრან გარსია ზამენისთვის არ არი ცუდი შეიძლება ძირითადს ვერ ქაჩავს მაგრამ შეცვლაზე არ არი ცუდი და რაც შეეხება ვასკეს აქ ზოგზოგიერთები რო ითხოვთ ვასკესის გაშვებას ვასკესზე მეტად გუნდი არავის არ უყვარს დღევანდელ ჩვენ გუნდში სწორედ ვასკესი და ვალვერდეა ყველაზე დიდი მადრიდისტა 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)