ლუკას ვასკესი;„ხარვეზები კვლავ გამოიკვეთა“
ლუკას ვასკესმა „არსენალთან“ შეხვედრა შეაფასა.
„ჩვენ მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში „არსენალი“ უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდა, ვიდრე მადრიდული გრანდი. ხარვეზები კვლავ გამოიკვეთა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.“
„„არსენალს“ ორგანიზებული და სწრაფი დაცვა ჰყავს, სწორედ ამიტომ, საჭირო იყო მეტი აგრესია, ხშირ შემთხვევაში მოთმინება და ტექნიკური თამაში.“
„ახლა ყველაფრის შეფასება რთულია, თუმცა აუცილებლად უნდა დავსხდეთ და გავაანაზოთ შეცდომები, რომელიც დავუშვით.“
„არ შემიძლია დიდი მადლობა არ ვუთხრა გულშემატკივრების დიდ არმიას, რომლებმაც მადრიდის ქუჩები მოიცვეს, საღამოს კი ბერნაბეუზე საოცარი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.“
„ახლა სამეფო თასის ფინალსა და ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. „რეალი“ ორივე ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს და შეეცდება ქომაგების გახარებას.“
„პასუხისმგებლობას სრულიად ვიაზრებთ. ზოგჯერ ყველაფერი გამოდის, ზოგ შემთხვევაში კი არ გვიმართლებს. ახლა რთული მომენტი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ერთიანობა, ჩვენ ვართ პროფესიონალები და აუცილებლად შევცვლით სიტუაციას.“
- 17 აპრილი 2025
- 462
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.