ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის შეცვლა გადაწყვიტა - MARCA
მადრიდული გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესმა „რეალისა“ და „არსენალის“ დაპირისპირების შემდეგ, გუნდის გენერალურ დირექტორს უთხრა, რომ სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება.
იტალიელი სპეციალისტი რამდენიმეწლიანი ძალიან ნაყოფიერი მუშაობისა და ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგების შემდეგ „მერენგების“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
„მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ ანჩელოტის სკამს ჩაბი ალონსო დაიკავებს.
ასევე აღსანიშნავია რამდენიმე გამოცემის ინფორმაცია იურგენ კლოპთან დაკავშირებითაც.
სხვა კანდიდატურები არ განიხილავება, უმთავრესი ვარიანტია ალონსოა, ხოლო კლოპის საკითხი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია.
- 17 აპრილი 2025
- 2 302
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.