ანჩელოტი:,,თუ გამიშვებენ, ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ"

კარლო ანჩელოტიმ „არსენალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ბევრს ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ფაქტი ის არის, რომ „არსენალმა“ ორ რაუნდიან ბრძოლაში უფრო მეტი იმუშავა, მეტი მომენტი შექმნა, უფრო ეფექტური იყო და 1/2 ფინალში გასვლა ნამდვილად დაიმსახურა. მიკელ არტეტას მივულოცე და ვუთხარი, რომ მისი პროექტი აუცილებლად მოიტანს წარმატებას.“

„გუნდს ჰქონდა მკაფიო იდეები, თუმცა სტადიონზე ამის გადატანა ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში გოლის გატანა მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გარკვეული მომენტების გამო ეს ვერ შევძელით. გოლის გატანა მეტ მუხტს მოგვცემდა.“

„ვინისიუსმა გაათანაბრა, თუმცა უკვე გვიან იყო, ჩვენ კი  დამატებით 3 გოლი გვქონდა გასატანი.“

„თანამდებობა? ამაზე სეზონის ბოლოს ვიმსჯელებ. უკვე ვფიქრობ, რომ შესააძლოა ეს ჩემი ბოლო სეზონი იყოს, თუმცა დაველოდოთ, რა მოხდება.“

„არ ვიცი, ვუხელმძღვანელებ თუ არა გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.“

„როდესაც გუნდში სამწუხარო მომენტები დგება, გამკვლავება უნდა ვიცოდეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენი სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.“

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კლუბმა, მე მადლიერი ვიქნები. „რეალი“ ჩემი სახლია და პატივს ვცემ ნებისმიერ პოზიციას, რომელიც კლუბის მენეჯმენტში არსებობს. მე აქ დიდი ისტორია შევქმენი, რომელიც ფასდაუდებელია და ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩემს ბიოგრაფიაში.“

„სებალიოსი? მას არ შეეძლო 90 წუთი თამაში, სწორედ ამიტომ, მეორე ტაიმში შევიყვანე.“

„აქ ინდივიდებზე საუბარი არ ღირს. ჩვენ გვქონდა კოლექტიური პრობლემა, როგორც ტექნიკური, ასევე საშემსრულებლო თვალსაზრისით.“


1

17 აპრილი 2025 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 622

კარლო ჩვენ შენ გცემთ დიდ პატივს, მაგრამ სეზონის ბოლოს უნდა დაგემშვიდობოთ


2

17 აპრილი 2025 11:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 113

თუ არა , რომ გაგიშვებენ . 

მთლად ჩასვრილი რომ არ წახვიდე ორივე კლასიკო მოიგე და მორჩება შენი მოღვაწეობა რეალში სამუდამოდ.


3

17 აპრილი 2025 11:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

მადლობა პაპა მარა შენი რესურსი ამ გუნდში ამოწურულია.  კლოპი სტუდიაში და სამი ან ოთხი ახალი ფეხბურთელი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (97)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)