ბელინგემი:„სიტყვა „დაბრუნება“ მილიონჯერ მაინც მოვისმინე“
ჯუდ ბელინგემმა „არსენალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„როდესაც რაღაც ისე ვერ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოსავლის პოვნას. ამ სეზონში და არამხოლოდ ამ სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის „დაქამბექება“ შევძელით. ვიცით, რამდენად რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ვიბრძოლებთ და გვჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.“
„ბერნაბეუზე მეტი უნდა გავიტანოთ, ვიდრე „მეთოფეებმა“ ლონდონში გაიტანეს. ამოცანა ერთი შეხედვით ურთულესია, მაგრამ არა დაუძლეველი.“
„დეკლან რაისმა ულამაზესი ჯარიმების გატანა შეძლო, მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ პირველ ჯარიმამდე ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც „რეალს“ სურდა. ჩვენ შეგვიძლია ლონდონური ბარიერის დაძლევა, ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს.“
„როდესაც მატჩი მორჩა, ყველა დათრგუნული იყო, მაგრამ ამ კვირაში ბევრი ვისაუბრეთ მატჩის შემოტრიალებაზე, რომლისაც ბევრს არ სჯერა.“
„უმთავრესი ყოველთვის ბალანსია, თუმცა ვიღებ შენიშვნას, რომელიც დაფარული კილომეტრების რაოდენობას შეეხება. რაც უფრო მეტს ირბენს გუნდი, მით უფრო მეტი შანსი იქნება გამარჯვების, თუმცა მთავარი გააზრებული თამაშია, უაზროდ სირბილს შედეგი არ მოაქვს.“
„ჩვენ გვჭირდება რაღაც ბევრად უკეთესი, ვიდრე ბრიტანეთში თამაშის დროს. ჩვენ გვჭირდება გააზრებული ტაქტიკა, შემართება და ქომაგების დიდი მხარდაჭერა.“
„გვჯერა, რომ პოტენციალი არსებობს. ზუსტად ვიცი, რომ ბერნაბეუზე საოცარი გარემო შეიქმნება, ეს მადრიდელი გულშემატკივრების ხელწერაა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე არაფერია ისეთი, რაც მადრიდულ გრანდს არ გაუკეთებია. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრ ვიდეოს ვუყურე. 3:0 ნამდვილად არ არის ის ანგარიში, რომელზეც ბრძოლა არ ღირს.“
„სიტყვა „დაბრუნება“ ალბათ მილიონჯერ მოვისმინე მას შემდეგ, რაც არტეტას გუნდთან პირველი შეხვედრა წავაგეთ.“
- 16 აპრილი 2025
- 1 473
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.