სიტი ბენზემაში 30 მილ.ევროს იხდის
"მანჩესტერ სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ”მადრიდის რეალის” ფორვარდის, კარიმ ბენზემას შეძენას შეეცდება. ”ქალაქელები” კარიმში 30მილ.ევროს იხდიან.
ჟოზე მოურინიოს არ სურს ფრანგი ფეხბურთელის გაშვება. სამეფო კლუბში მხოლოდ ორი თავდასხმელია. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში მესამე ფორვარდის მოყვანას ითხოვს.
სიტიში შემტევი მოთამაშეები უხვად არის, მაგრამ რობერტო მანჩინის ბენზემას შეძენა მაინც სურს. 22 წლის მოთამაშეთი "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება და თუ არაბმა შეიხებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმეს, მაშინ ისინი ფერგიუსონს მორალურ დარტყმას მიაყენებენ.
- 23 სექტემბერი 2010
- 1 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.