არტეტა:„ბერნაბეუზეც უპირატესობის მოპოვებას შევეცდებით“
მიკელ არტეტამ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თამაშის გამოცდილება არ გვაქვს და ჩვენი მეტოქე ყველაზე გამოცდილი გუნდია, ჩვენ აქ დიდი უპირატესობით ჩამოვედით, რომლის განიავებასაც არ ვაპირებთ.“
„ვიცით, რომ „რეალი“ თავიდანვე ეცდება გოლის გატანას და სიტუაციის შეცვლას, მაგრამ გვაქვს მკაფიო გეგმა, რომელსაც ბოლომდე მივყვებით.“
„1 გოლის გაშვება არ ნიშნავს თამაშის დასრულებას. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა განვეწყოთ ბერნაბეუზე ასპარეზობის წინ.“
„ბენ ვაითი ჩვენთან ერთად იქნება, ისევე როგორც პარტეი, რომელსაც რთული პროცესების გავლა მოუწია.“
„ჟორჟინიომ ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრო, ის ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს.“
„პირველ ტაიმში თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. სიმართლე გითხრათ, ამაზე უარს არც ახლა ვიტყვით და ვეცდებით, ბურთი რაც შეიძლება დიდხანს დავიჭიროთ.“
„კარგად მოვემზადეთ და მივიჩნევ, რომ გვაქვს 1/2 ფინალში გასვლის პერსპექტივა. ნუ დაგვავიწყდება, რამხელა უპირატესობა მოვიპოვეთ ლონდონში.“
„ამ მატჩში მნიშვნელობა იქნება, როგორც სათამაშო ასპექტები, ასევე ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტები. ჩვენ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელები გვყავს. ვერანაირი გარემო ვერ შეცვლის მიდგომას, რომელიც ჩვენ გვექნება.“
„თუ ჩვენ ნახევარფინალში გავალთ, უდიდესი მიღწევა იქნება, ასევე მივიღებთ საოცარ მუხტს, რადგან „რეალის“ დამარცხება არცერთი გუნდისთვის არ არის მარტივი.“
„მე არ ვიცი, რა ტაქტიკას აირჩევს კარლო ანჩელოტი, ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, ჩემი ყურადღება მთლიანად იმ თერთმეტეულზეა გადატანილი, რომელსაც ბერნაბეუზე გავიყვან.“
- 15 აპრილი 2025
- 2 537
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.