ანჩელოტი:„საჭიროა ტოტალური კონტროლი და აგრესიული თამაში“
კარლო ანჩელოტიმ „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ბურთის ფლობა, სწრაფი შეტევები, მაქსიმალური კონცენტრაცია და ძალიან გააზრებული ფეხბურთი. სწორედ ეს არის საჭირო „არსენალის“ ისეთი ანგარიშით დასამარცხებლად, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისთვის არის საჭირო. ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. ეს არ არის ჩემთვის პირველი სერიოზული დაპირისპირება და ვიმედოვნებ, არც ბოლო იქნება. ზუსტად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მე და „რეალის“ ყველა ფეხბურთელს აქვს.“
„ჩვენ გვაქვს კარგი ხარისხი, გამოცდილება, ფანების დიდი მხარდაჭერა და ისტორია, რომელსაც ბერნაბეუზე არაერთი მაგიური ღამე ახსოვს. ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია იფიქრო გამარჯვებაზე მაშინ, როდესაც ერთი კვირის წინ 3:0 გაქვს წაგებული, მაგრამ როდესაც საქმე „რეალს“ ეხება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
„სასტარტო შემადგენლობა უკვე შერჩეული მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ამაზე საუბარი, ამის შესახებ მატჩამდე ცოტა ადრე განვაცხადებ.“
„მბაპე მოწყენილი იყო „ალავესთან“ მოვლენების გამო, მაგრამ მან ბოდიში მოიხადა და გააცნობიერა, რომ ძალიან იუხეშა. ის ახლა მოტივირებულია და „მეთოფეებთან“ შეხვედრაზე ფიქრობს.“
„ახლა ჩემს მომავალზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ახლა ჩემი საზრუნავი სეზონის წარმატებით დასრულებაა.“
„სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემპიონთა ლიგის გარდა ვერაფერზე ვახდენ კონცენტრირებას. ვიცი, რომ წინ ორი „ელ კლასიკო“ გველის, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი.“
- 15 აპრილი 2025
- 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.