ბენიტესი:„წელს „რეალს“ „ბარსელონასთან“ ძალიან გაუჭირდება“
რაფაელ ბენიტესმა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე „რეალისა“ და „ბარსელონას“ შანსებზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ სეზონში მადრიდის „რეალს“ კატალონიის „ბარსელონასთან“ ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან ჰანსი ფლიკმა კარგი სტრუქტურა შექმნა. გერმანელი ფეხბურთელი ენდო ახალგაზრდა ფეხბურთელებს და გუნდს მისცა ტემპი.“
„რაფინიას, იამალის და სხვა მოთამაშეების ურთიერთქმედებები „ბარსელონას“ შეტევებს ძალიან ეფექტურს ქმნის და მიმაჩნია, რომ როგორც სამეფო თასის „ელ კლასიკოში“, ასევე ლა ლიგაში ამ გუნდს კარგი შანსი ექნება გამარჯვების.“
„ჩემი „რეალიდან“ წასვლა? იქ იყო რიგი პრობლემები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე.“
„რონალდუსთან დაპირისპირება? ეს ტყუილია. კრიშტიანოს გამო არ წავსულვარ. მე მქონდა ჩემი გეგმები, რომელიც ვერ განვახორციელე და ჩავთვალე, რომ წასვლა იდეალური გამოსავალი იქნებოდა.“
„ჩემთვის „ბლანკოსი“ ყოველთვის განსაკუთრებული გუნდი იქნება, რადგან ამ ინსტიტუციამ სხვადასხვა დროს დიდი გამოცდილება შემძინა.“
- 15 აპრილი 2025
- 1 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.