Marca - ალონსო, ან არავინ!
„მარკას“ ინფორმაციით, ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის“ უმთავრესი პრიორიტეტია.
მადრიდული გამოცემა იუწყება, რომ თუ ფლორენტინო პერესი მთავარ მწვრთნელს შეცვლის, ანჩელოტის სკამზე მხოლოდ ჩაბი ალონსო დაჯდება.
არც ზიდანი, არც კლოპი, არც მოურინიო და არც სხვები არ განიხილებიან.
„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინოს მოსწონს იდეოლოგია, რომელიც ბასკ სპეციალისტს აქვს, ასევე შემართება და თვითდამკვიდრების საოცარი სურვილი.
თავად ალონსო ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და სეზონის დასრულებას ელოდება, თუმცა ყველამ იცის, რომ პერესი მის კანდიდატურას ძალიან სერიოზულად განიხილავს.
- 15 აპრილი 2025
- 1 406
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.