მიკელ მერინო:„3:0 კარგი შედეგია, მაგრამ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“

მიკელ მერინომ მადრიდის „რეალთან“ განმეორებითი დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

„ჩვენ მადრიდში ოპტიმიზმით სავსეები მივდივართ. ლონდონში „არსენალმა“ გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე „რეალმა“ და მივიჩნევ, რომ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ.“

„დეკლან რაისის გოლამდე ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური მუხტი მივიღეთ, რასაც მოყვა როგორც მეორე, ასევე მესამე გოლი.“

„არ ვეცნობი სოციალურ მედიას, ვინაიდან ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთელების ფსიქიკაზე. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტი სპორტზე ორიენტირებაა. ფეხბურთელებს გვაქვს რუტინული ცხოვრება და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს კონდიციებზე. ვიცი, რომ ახლა ყველა „ბლანკოსთან“ თამაშზე წერს და ფიქრობს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მე ნაკლებად ვარ დაკავებული სოციალური ქსელების გამოყენებით.“

„„რეალი“ - ეს არის გუნდი ჩამოყალიბებული სტრუქტურით, გამოცდილი ფეხბურთელებით, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგიათ, მაგრამ „არსენალის“ ამბიცია და შემართება ყველაფერს გადაწონის. ჩვენ გვჯერა შესაძლებლობების, რომელიც გუნდში არსებობს. არტეტამ ძალიან კარგი კოლექტივი ჩამოაყალიბა და მჯერა, რომ წარმატება ახლოს არის. ამ გუნდში თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ასეა „მეთოფეების“ ყველა მოთამაშე.“

„ბერნაბეუზე თამაშის გამოცდილება მიღებული მაქვს, ვიცი რამდენად ძლიერია სამეფო კლუბი საშინაო კედლებში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მათ წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთულია. ყველა ფეხბურთელი იაზრებს, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ჩვენ 3:0 გავიმარჯვეთ, რაც გვაძლევს უპირატესობას, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი.“

„ფუნდამენტურია, რომ არ შევცვალოთ სათამაშო სტილი და ტაქტიკა. „რეალი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ იმ იდეოლოგიას უნდა გავყვეთ, რამაც აქამდე მოგვიყვანა. გვჯერა, რომ სწორ გზას ვადგვართ და ზუსტად ვიცით, რომ ეს სისტემა წარმატებას მოიტანს.“

„ზუსტად ვიცით, რომ სამეფო კლუბი შეტევების ორგანიზებას და გოლის რაც შეიძლება დროულ გატანას შეეცდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. გარე ფაქტორები ვერ დაგვაბნევს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (308)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)