ოფიციალურად - მოდრიჩი ინგლისური კლუბის თანამფლობელი გახდა!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა მოდრიჩი ინგლისური კლუბის თანამფლობელი გახდა.
„რეალის“ ლეგენდას საკუთარი ინტერესები „სვონს სიტიში“ ექნება.
ინგლისელები თვლიან, რომ შეთანხმება, რომელიც ლუკიტასთან მოხდა, ამ გუნდს განავითარებს, ვინაიდან მოდრიჩის გამოცდილება, ხედვები, ფართო წრე და პროფესიონალიზმი ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა.
ლუკა იცნობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და იცის, როგორ იმართება ტოპ კლუბები, ეს გამოცდილება კი მას ახალ ასპარეზზე დაეხმარება.
შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაფორმებულია და ხორვატი ლეგენდა საკუთარი იდეების განხორციელებას ზაფხულიდან დაიწყებს.
- 15 აპრილი 2025
- 1 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.