მარსელო„თუ „რეალი“ ამას გააკეთებს, „არსენალს“ დაამარცხებს“
მარსელო ვიეირამ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდების შეხვედრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„როდესაც საქმე „რეალს“ ეხება, თანაც მატჩი ბერნაბეუზე იმართება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მჯერა ფეხბურთელების, რომლებიც ევროსარბიელზე ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობენ.“
„თუ სამეფო კლუბი პირველივე წუთებიდან შეუტევს და ეცდება გოლის გატანას, აუცილებლად მოვა შედეგი.“
„„რეალმა“ პირველი ტაიმი აუცილებლად უნდა მოიგოს და მეორე ნახევარს ფსიქოლოგიური სიძლიერით უნდა შეხვდეს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.“
„პირადად ვარ არაერთი „ქამბექის“ მონაწილე და ვიცი, რამხელა ეფექტი აქვს ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას, სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ სასწაულის მოხდენა შესაძლებელია.“
- 15 აპრილი 2025
- 2 412
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.