„არსენალისთვის“ მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლონდონის „არსენალთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
სესიის პირველ ნაწილში მოთამაშეებმა ფიზიკურ კონდიციებზე იზრუნეს. „ალავესთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა აღდგენა ჩაატარეს, შემდეგ კი ბურთთან ერთად ივარჯიშეს.
სესიაზე გამოძახებული იყო რამდენიმე კანტერანოც, რომლებიც მაღალი ალბათობით განაცხადში მოხვდებიან.
სრულფასოვნად ივარჯიშა დანი სებალიოსმა. ესპანელი ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი დასრულებულია.
ანდრეი ლუნინის და ფერლან მენდის გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება.
- 14 აპრილი 2025
- 843
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.