ჰოისენი „რეალთან“ მოლაპარაკებებში სერიოზულად ერთვება
დინ ჰოისენის პრიორიტეტი ესპანეთში დაბრუნება და ლა ლიგაში თამაშია.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა უკანახაზელისთვის „რეალთან“ თანამშრომლობა პრიორიტეტია. ესპანელს სურს, რომ სამშობლოში დაბრუნდეს, ბერნაბეუზე თამაშის პერსპექტივა კი რა თქმა უნდა მომხიბვლელია.
„მარკას“ ინფორმაციით, ჰოისენი ჯერ „რეალს“ მოუსმენს და შემდეგ სხვა კლუბებს, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.
ამჟამინდელი მდგომარეობით, „რეალში“ ცენტრალურ მცველთან დაკავშირებით ერთი პოზიცია არ არსებობს, თუმცა პერესს დინის კანდიდატურა ძალიან მოსწონს.
- 14 აპრილი 2025
- 696
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.