ჩუამენი:„მჯერა, რომ ლა ლიგას მოვიგებთ“
ორელიან ჩუამენიმ „ალავესთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. მჯერა, რომ ლა ლიგას მოვიგებთ, ამისთვის კი უმთავრესი „ელ კლასიკოს“ მოგება იქნება, რომელიც კატალონიაში უნდა გაიმართოს.“
„ახლა სხვაობა „ბარსელონას“ აძლევს ხელს, მაგრამ ტურნირის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შანსს.“
„ვფიქრობ, დანარჩენ ტურებში 100%-იანი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, 37-ე ტიტულის აღმართვის კარგი შანსი გვექნება.“
„ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა. მთელი გუნდი ევროსარბიელზე კონცენტრირდება. გვჯერა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვებას შევძლებთ.“
- 14 აპრილი 2025
- 393
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.