ახალი სეზონის მაისური ფაქტობრივად დადასტურებულია
მადრიდის „რეალს“ ახალი სეზონის მაისურში ყვითელი კანტები შემოაქვს, რომლითაც ეს გუნდი 2009 წელს ასპარეზობდა.
99%-ით გადაწყვეტილია, რომ სამეფო კლუბს ისეთი მთავარი მაისური ექნება, როგორიც ფოტოზეა გამოსახული.
ფლორენტინო პერესი სეზონის ბოლოს ფეხბურთელებთან ერთად ახალ მაისურს წარადგენს, ზაფხულიდან კი რეალიზაცია დაიწყება.
მაისურზე არ შეიცვლება სპონსორების განლაგება, მთავარი სპონსორი კვლავ Fly Emirates იქნება, ხოლო მკლავის ნაწილზე კვლავ მკვეთრად იქნება გამოკვეთილი HP.
- 13 აპრილი 2025
- 450
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.