„რეალს“ მაკალისტერიც აინტერესებს
ალექსის მაკალისტერი, რომელიც „ლივერპულში“ საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, მადრიდის „რეალის“ რადარზეა.
არგენტინელი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად გამოდის და როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში შეუცვლელ მოთამაშედ ითვლება.
სამეფო კლუბი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და არაერთი მიმართულებით მუშაობს.
„მარკას“ ცნობით, „მერენგების“ სახელს უკავშირდება სუბიმენდი, მაკალისტერი, ენცო ფერნანდესი და კიდევ რამდენიმე ნახევარმცველი, თუმცა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მხოლოდ სუბიმენდისთან მიმდინარეობს.
Daily Mirror-ის ცნობით, ფეხბურთელი „ენფილდის“ დატოვებაზე არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ არნე სლოტთან ერთად დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია.
ამის პარარელურად, გუშინ გავრცელდა მოთამაშის მამის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ალექსისი ამ ეტაპზე არ აპირებს „ლივერპულის“ დატოვებას, რადგან კლუბში ბედნიერია და მოსწონს ლივერპულური ცხოვრებაც, თუმცა რა მოხდება მომავალში არავინ იცის.
არგენტინელი მოთამაშე იტალიის მოქალაქეობასაც ფლობს და ამ მხრივ „რეალს“ არაევროკავშირელის კვოტის შევსების პრობლემაც არ ექნება, თუმცა მოლაპარაკებები სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება.
- 12 აპრილი 2025
- 523
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.